- სოციალური ქსელების მართვა (SMM)
- კონტენტის წარმოება/შექმნა (Content Creation)
- ვიზუალური ბრენდინგი (Visual Branding)
- სარეკლამო კამპანიების მართვა (Digital Advertising / Meta Ads)
- სარეკლამო ტექსტების წერა (Copywriting)



ლუდი რკონი


“რკონი” ქართულ ბაზარზე გამორჩეული ლუდსახარშია, რომელიც გერმანულ ტრადიციებსა და ნედლეულს ქართულ ხასიათს უხამებს. პროექტი მოიცავს ორ ძირითად ხაზს: კლასიკურ ბავარიულ Helles-სა და ხორბლის გაუფილტრავ Weissbier-ს.
“რკონის” ციფრული პოზიციონირება ლუდის კულტურის გარშემო ავაგეთ. სტანდარტული რეკლამის ნაცვლად, აქცენტი Content-driven განათლებაზე გადავიტანეთ: მომხმარებელს გავუზიარეთ სასმელის ისტორია, დავანახეთ წარმოების ტექნოლოგიური სირთულეები და დავამკვიდრეთ პრემიუმ პროდუქტის მოხმარების მაღალი სტანდარტი.
- აუდიტორიას გავაცანით “ლუდის სიწმინდის კანონი“ (Reinheitsgebot), ლუდის სხვადასხვა სახეობის (Helles, Weissbier, Pilsner…) უნიკალურობა და მათი შექმნის ისტორია.
- შევქმენით შემეცნებითი მასალები ლუდის ჭიქების სახეობებზე (მაგ. Willi Becher), რათა ხაზი გაგვესვა, თუ როგორ მოქმედებს სწორად შერჩეული კათხა გემოსა და არომატის აღქმაზე.
- დეტალურად წარმოვაჩინეთ ბავარიული ალაოს, სვიისა და ნატახტარის წყლის სინთეზი, რაც პროდუქტის ხარისხის გარანტიაა.
მრავალფეროვანი ვიდეო წარმოება
პროექტის ფარგლებში შევიმუშავეთ და განვახორციელეთ მულტიფუნქციური ვიდეო კონტენტი:
- ვერტიკალური ვიდეორგოლები: შევქმენით დინამიკური, ინტერაქციული ვიდეოები (ქუჩის გამოკითხვები, ქვიზები, “მითია თუ რეალობა”), რამაც მკვეთრად გაზარდა ორგანული ჩართულობა.
- სარეკლამო ვიდეო რგოლები: ვაწარმოეთ როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური სარეკლამო ვიდეოები, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ლუდის წარმოების ესთეტიკასა და ბრენდის ისტორიულ ინსპირაციაზე – რკონის ხეობაზე.
გაყიდვების მხარდაჭერა და ლოკაციების მართვა
ციფრული არხების საშუალებით ვახდენდით პროდუქტის ხელმისაწვდომობის მაქსიმალურ კომუნიკაციას:
- პოპულარიზაციას ვუწევდით “Beer Georgia”-ს მაღაზიათა ქსელს და ისეთ პრემიუმ რესტორნებს, როგორიცაა Paulaner და Hacker-Pschorr.
- გაყიდვების პირდაპირი სტიმულირებისთვის აქტიურად ვახდენდით Wolt, Glovo და Bolt Food-ის პლატფორმების პოპულარიზაციას.
ჩვენი მუშაობის შედეგად, კომპანიამ მიიღო სრულად ფორმირებული, მაღალი ხარისხის ციფრული არქივი და პოზიციონირდა, როგორც ექსპერტი ბრენდი, რომელმაც შეძლო მომხმარებელთან ემოციური და ინტელექტუალური კავშირის დამყარება.
